იოანე-გირკან II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანე-გირკან II იუდეის მეფე

იოანე-გირკან II - (ძვ.წ. ? – 30 წ.) – იუდეის მეფე და ღვთისმსახური მაკაბელების (ხასმონეების) დინასტიიდან, ალექსანდრე იანაეს ძე. მისი მმართველობა ძვ.წ. 70 წელს დაიწყოთავის ძმასთან, არისტობულესთან დაპირისპირებით, რომლის კულმინაცია გახდა ბრძოლა იერიხონთან. გირკან II დამარცხდა, მაგრამ არ, დანებებულა და დასახმარებლად ნაბატეველებს უხმო, შემდეგ კი რომაელებს, რომლებმაც გნეუს პომპეუსის სარდლობით იერუსალიმი დაიკავეს (ძვ.წ. 63) და იუდეაზე პროტექტორატი დაამყარეს. გირკან II-ის მრჩეველი და მარჯვენა ხელი ჯიდუმეველი ანტიპატრე იყო, რომლის ძე ჰეროდე შემდეგ გალილეის მმართველი გახდა.

პართიელების ლაშქრობის შემდეგ გირკან II ჩამოაშორეს ძალაუჯფლებას და ყურები დააჭრეს. ის ბაბილონში ცხოვრობდა, მაგრამ როდესაც იუდეაში ჰეროდეს გამეფება შეიტყო სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა იუდეაში ჩასვლა ყოფილი მეფისთვის უიღბლო გამოდგა. თავისი ქალიშვილის, ალექსანდრას რჩევით მან ჰეროდეს წინააღმდეგ შეთქმულების მომზადება დაიწყო და ფარულად დაუკავშირდა ნაბატეველებს. ჰეროდემ ამის შესახებ მალე შეიტყო და გირკანი სიკვდილით დასაჯა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები