ინფრაეკრანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინფრაეკრანი – ეკრანი, რომელიც გამოიყენება კომბინირებული კინოგადაღებისას ე. წ. მოძრავი ფარის ხერხით. გამოასხივებს, თვალისთვის უხილავ, სპექტრის ინფრაწითელ უბანს. ინფრაეკრანის ფონზე იდგმება სამსახიობო სცენები და მათი გადაღების შემდეგ სპეციალურ, ნიღბიან ინფრაფირზე განსაკუთრებული დამუშავების – გამჟღავნების შედეგად მიიღება გადაღებული სცენის გამოსახულება (ნიღაბი). იხ. მოხეტიალე ფარი.