ინფლაციური ეკონომიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინფლაციური ეკონომიკა - (inflationary economy), ეკონომიკას ეწოდება ინფლაციური, თუკი ადგილი აქვს ფასების საერთო დონის პერმანენტულ ზრდას. ამასთან, თუ ფასების ზრდა გამოწვეულია ძირითადი მაკროეკონომიკური თანაფარდობების (ერთობლივი მოთხოვნა - ერთობლივი მიწოდება, დაგროვება-მოხმარება და ა.შ.) დისპროპორციით, მაშინ ინფლაციას აქვს თვითგამაძლიერებელი ხასიათი.