ინტერნირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინტერნირება - საერთაშორისო სამართალში - ერთი მეომარი სახელმწიფოს მიერ მეორე მეომარი სახელმწიფოს სამოქალაქო პირების ან ნეიტრალური სახელმწიფოს მიერ მეომარი მხარეების იმ სამხედრო მოსამსახურეების იძულებითი დაკავება, გადასახლება ან გადაადგილება ქვეყნის შიგნით, რომლებიც მის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.
ინტერნირების რეჟიმს არეგულირებენ ჰააგის 1907 წლის და ჟენევის 1949 წლის კონვენციები.