ინოვაციური ბანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინოვაციური ბანკი - (innovation bank) - კომერციული ბანკი, სპეციალიზებული ინოვაციური პროექტების, ე.ი. სხვადასხვა მეცნიერულ-ტექნოლოგიური სიახლის (დაწყებული საცდელი ნიმუშების დაპროექტებიდან და შექმნიდან, დამთავრებული მათი მასობრივად დანერგვით) დაფინანსებასა და დაკრედიტებაზე, რომელთა ვადები, წესები და პირობები დგინდება დასაფინანსებელი სამუშაოების მასშტაბის, სტადიებისა და ხასიათის მიხედვით. გამოიყენება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი დაკრედიტება. შესაძლებელია ინვესტიციური დაფინანსებაც იმ კომპანიების აქციების შეძენის გზით, რომლებიც ამუშავებენ და ნერგავენ რაიმე მეცნიერულ-ტექნოლოგიურ იდეას, აგრეთვე დაკავებული არიან ობლიგაციების ხანგრძლივი ვადით გავრცელებით, დასაფინანსებელი პროექტის განხორციელებით დაინტერესებულ პირებს შორის.

ინოვაციური ბანკი სხვა ბანკებისაგან გამოირჩევა შემდეგი თავისებურებებით: საკრედიტო დაბანდების უკან დაბრუნების მაღალი რისკით; არსებითი განსხვავებით არა მხოლოდ ვადებში, არამედ სესხების მოცულობაში; მეანაბრის სახსრების დაცვის უზრუნველყოფისათვის დამატებითი გარანტიების აუცილებლობით. ეკონომიკის სტაბილიზაცია, კერძო სექტორში ინვესტიციური აქტიურობის ამაღლება, პრივატიზაციისა და მეწარმეობის განვითარება განაპირობებს ინოვაციური მიზნებისათვის კრედიტზე მოთხოვნის გაზრდას. თავის მხრივ, ეს პროცესი სტიმულს აძლევს ძირითადი კაპიტალის განახლებას და ხელს უწყობს მსოფლიო დონესთან შედარებით ტექნოლოგიებში არსებული ჩამორჩენის დაძლევას.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები