ითხვისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ითხვისი − სოფელი დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტი. მდინარე ყვირილის აუზში.

სოფელი ითხვისი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. იგი ქართულ ისტორიულ ძეგლებში XV საუკუნის დამლევიდან დასტურდება ითხვისურ- ფორმით. აქ, კერძოდ, აღნიშნულნი არიან სოფ. ითხვისურის მცხოვრებნი ითხვისურველნი.

სახელწოდება

ტოპონიმ ითხვისის თავკიდურა ი-ხმოვანი ისეთივე მორფოლოგიური ფუნქციისა უნდა იყოს, როგორც ეს იძრვის-, იქცევის-, ისროლის-. სახელებში არის დადასტურებული. ტოპონიმი ითხვისი მიმღეობური შინაარსის სახელად უნდა წარმოვიდგინოთ. ჩვენი ფიქრით, ითხვისი ნიშნავს: ი-თხრ-ვ-ის-ი „ადგილი, სადაც მიწის ქანი ითხრება“, „მადნის სათხრელი ადგილი“.

ითხვისი (← ითხრვისი) ზუსტად უნდა მიგვანიშნებდეს მდ. ყვირილის აუზში ოდითგანვე განვითარებულ მანგანუმის შემცველი ქანების (მადნის) ოდინდელ ხალხურ რეწვაზე, რაც ამ ხეობაში მომუშავე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალითაც ნათლად მტკიცდება.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები