იესე (ალი ყული-ხანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იესე – ქართლის მეფე 1714-1716 (ალი ყული-ხანი); 1724-1727 წლებში (მუსტაფა). იგი იყო ლევან ბატონიშვილის ძე, ვახტანგ VI-ის ძმა.

1705-1714 წლებში ირანის შაჰის სამსახურში იყო, მონაწილეობას იღებდა შაჰის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელებთან წარმოებულ ბრძოლებში ჯერ ბიძის - ქართლის მეფის გიორგი XI-ის, ხოლო შემდეგ ძმის - ქართლის მეფე ქაიხოსროს მეთაურობით.

1798 წელს ქირმანის ნაიბად დაინიშნა, 1709 წელს შაჰმა ქირმანის ბეგლარ-ბეგობა უბოძა და მაჰმადიანური სახლი ისეს ალი ყული-ხანი უწოდა. 1711 წელს იგი დანიშნეს თოფჩიბაშად (არტილერიის უფროსად).

1714 წელს, როცა ვახტანგ ჯანიშინმა უარი თქვა გამაჰმადიანებაზე, შაჰმა იესე ქართლის მეფედ დაამტკიცა.

იესე ალი ყული ხანი ირანული ორიენტაციის მმართველი იყო. მან ანტიქართული პოლიტიკის გატარებაში ირანელ მოხელეებსაც კი გადააჭარბა. მისმა უკიდურესმა მაჰმადიანობამ, მრავალცოლიანობამ და შაჰისადმი უტყვმა მორჩილებამ საზოგადოების ყველა ფენის უკმაყოფილება გამოიწვია.

1716 წელს, როცა ქართლის მეფედ დაამტკიცეს. იესე თელავს გაიხიზნა, მაგრამ შეიპყრეს და გადასცეს ბაქარ ბატონიშვილს. თბილისის სასახლეში პატიმრობისას იესემ უარყო მაჰმადიანობა და ქრისტიანობა აღიარა.

1721 წელს ვახტანგ VI-მ იესე ალი ყული ხანი გაათავისუფლა, დაუბრუნა წართმეული ქონება, უბოძა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა.

1723 წელს, როცა ირანის შაჰმა ქართლის მეფობა კახეთის მეფე კონსტანტინე II-ს უბოძა და მან თბილისი დაიკავა. იესე ვახტანგ VI-ის დავალებით ბაქართან ერთად მიეგება თბილისის ასაღებად მოსულ ოსმალთა ჯარს, ხოლო 1724 წელს, როცა ბაქარი ოსმალებს განუდგა, იესე შეურიგდა დამპყრობლებს და ისევ გამაჰმადიანდა, ამჯერად მას მუსტაფა ეწოდა.

1724 წელს ქართლის მოსახლეობა აჯანყდა ოსმალ დამპყრობლების წინააღმდეგ. აჯანყებულებს განზრახული ჰქონდათ აეღოთ გორის ციხე და შეეტიათ თბილისზე. იესე ოსმალთა მხარდამხარ იბრძოდა აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ.

1724 წლის სექტემბრის ბოლოს გორის მახლობლად, გუფთასთან (ზედაველაზე) მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. თავდაპირველად ქართველებმა სძლიეს და გააქციეს ოსმალები, მაგრამ მოღალატე იესემ გაქცეული მტერი მოაბრუნა და ახალი ძალებით შეუტია ქართველებს. აჯანყებულები დამარცხდნენ.

ოსმალებმა დაუფასეს იესეს სამსახური და ქართლის საქმეებს მას ეკითხებოდნენ. იესეც თავის მდგომარეობას საკუთარი ქონების გაზრდისთვის იყენებდა - „ხუეჭდა და ირებდა ქუეყანათა ნარდადდა ამით მოირჭვაცა ფრიად“.

ოსმალთა სამსახურში მყოფი რენეგატი იესე-მუსტაფა გარდაიცვალა 1727 წელს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები