ქაიხოსრო (ქართლის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქაიხოსრო – ქართლის მეფე 1709-1711 წლებში, გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე.

ქაიხოსროს მამა - ლევანი სპარსეთის მდივანბეგი იყო. მისი ქართლში წამოსვლის შემდეგ, ქაიხოსრო დაინიშნა სპარსეთის შაჰის კარის მდივანბეგის ნაიბად (მოადგილედ). თამანედროვე ისტორიკოსის ცნოით, ქაიხოსრო „თვით ყმაწვილი იყო, მაგრამ ცოდნის იადგარი… ასე გაუძღვა ერანის მდივანბეგობას, რომე დიდი და მცირე გააკვირვა: შეიქმნა ხელმწიფის კარგი ყმა და სდევდა პატივსა უშურველსა“.

ლევანის სპარსეთსი დაბრუნების შემდეგ ქაიხოსრო შაჰის კარზე დარჩა და მის სხვადასხვა დავალებებს ასრულებდა. 1707 წელს მისი მეთაურობით ჩახშობილ იქნა ისპაჰანში მომხდარი აჯანყება.

გიორგი XI-ის ვერაგულად მოკვლის შემდეგ (1709) შაჰმა ქაიხოსრო ქართლის მეფედ დაამტკიცა. მასვე ჩააბარა ირანის მხედართმთავრობა, მაგრამ სამშობლოში არ გამოუშვა (ქართლის გამგებლად ისევ მისი ძმა ვახტანგ ჯანიშინი რჩებოდა). 1709 წელს ქაიხოსრომ შაჰისაგან საგამგებლოდ მიიღო თავრიზი და ბარდა.

1710 წელს მან შაჰის დავალებით, აჯანყებულ ავღანელთა წინააღმდეგ გაილაშქრა, სძლია და გააქია აჯანყებულთა მეთაური მირ-ვეისი.

1711 წელს ყანდარზე იერიშის დროს ქართველები ღალატის შედეგად დამარცხდნენ. ამ ბრძოლას ქაიხოსრო-ხანიც შეეწირა, რომელიც მისი წინამორბედი გიორგი XI-ის მსგავსად გულით ქრისტიანობდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები