იერიშის ტემპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იერიშის ტემპი - იერიშზე გადასული ჯარების დაწინაურების სიჩქარე; იზომება კმ/სთ. დამოკიდებულია მოწინააღმდეგის თავდაცვის დაძლევის საიმედოობაზე, საკუთარი ჯარების ბრძოლისუნარიანობაზე, შეტევის სახეზე (სატანკო, შეტევა ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენებით, ქვეითად და ა.შ.), ადგილმდებარეობის ხასიათზე და სხვა.