იერიშის საავიაციო მხარდაჭერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იერიშის საავიაციო მხარდაჭერა - ავიაციის საბრძოლო მოქმედება ოპერაციის (ბრძოლის) დროს სახმელეთო ჯარების გაერთიანების (შენაერთის) ინტერესებისათვის; იერიშის ცეცხლით მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილი.

იწყება ჯარების იერიშზე გადასვლასთან ერთად. ხორციელდება ზემდგომი დაჯგუფების ავიაციის და სახმელეთო ჯარების ავიაციის ძალებით. პირველ რიგში ანადგურებენ (ახშობენ) მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის საშუალებებს, წინ წამოწეულ უახლოეს რეზერვებს, მართვის პუნქტებს, საყრდენ პუნქტებს, საცეცხლე საშუალებებს.

II მსოფლიო ომში წარმოადგენდა საავიაციო შეტევის ძირითად პერიოდს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები