იატაკის საფუძველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იატაკის საფუძველი (მოჭიმვა) – იატაკის შრე, რომელიც ასწორებს მის ქვევით მდებარე გადახურვის მზიდი კონსტრუქციის ზედაპირს, საჭიროების შემთხვევაში აძლევს დახრას, ფარავს სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო გაყვანილობებს, ღრეჩოებს, ნაპრალებს, ნახეთქებს და ზედაპირს აძლევს დასრულებულ სუფთა სახეს მასზე იატაკის მოსაწყობად.