მზიდი კონსტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მზიდი კონსტრუქციები – ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები, რომლებიც შენობებსა და ნაგებობებს სიმტკიცესა და გამძლეობას უნარჩუნებენ. მზიდი კონსტრუქციები ითვისებენ საკუთარ წონასა, გარეგან მექანიკურ ზემოქმედებას და გადასცემენ საძირკველს. გვხვდება ვერტიკალური მზიდი კონსტრუქციები, რომლებიც აღიქვამენ უმთავრესად კუმშვად ძალას (კედლები, ბოძები, კოლონები) და ჰორიზონტალური მზიდი კონსტრუქციები, რომლებიც მოქმედებენ უპირატესად ღუნვითა და გაჭიმვით (გადახურვის კოჭები და პანელები, ჩარჩოების რიგელები და ა.შ.). გეომეტრიული ფორმის მიხედვით განასხვავებენ შემდეგ მზიდ კონსტრუქციებს: ხაზოვანს (სვეტები, კოჭები, რიგელები), სიბრტყითს (ფილები, ფენილები, პანელები), სივრცითს (კამარა, გუმბათი).




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები