იანაჩეკი ლეოშ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეოშ იანაჩეკი

იანაჩეკი ლეოშ - (ჩეხ. Leoš Janáček, 3. VII. 1854, ჰუკვალდი, მორავია, – 12. VIII. 1928, ოსტრავა), ჩეხი კომპოზიტორი, მუსიკის კრიტიკოსი, დირიჟორი და პედაგოგი, ჩეხეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი (1912).

1882–1919 იყო ქ. ბრნოში თავისივე დაარსებული საორგანო სკოლის რექტორი და პროფესორი, 1919-25 უმაღლესი ოსტატობის სკოლის პროფესორი (პრაღის კონსერვატორიის განყოფილება ბრნოში). 1896 და 1902 იმოგზაურა რუსეთში, შეისწავლა რუსული ენა, მუსიკა (განსაკუთრებით მ. მუსორგსკის შემოქმედება), რამაც გამოხატულება პოვა მის ნაწარმოებებში: ოპერებში, მათ შორისაა: „კატია კაზანოვა“ (ოსტროვსკის დრამის „ჭექა-ქუხილის“ სიუჟეტზე, 1921), „მკვდარი სახლიდან“ (დოსტოევსკის მოთხრობის „ბარათები მკვდარი სახლიდან“ მიხედვით, 1928, დაიდგა 1930) და სხვ. იანაჩეკის დანარჩენ ნაწარმოებთაგან აღსანიშნავია: „ლაშური ცეკვები“ ორკესტრისათვის (1890), ოპერა „მისი გერი“ („იენუფა“, 1904, დაიდგა 1916), „ეშმაკი მელაკუდა“ (1924), „მაკროპულოსის საშუალება“ (1926), ორატორია „გლაგოლიკური მესა“ (1926), გუნდები პ. ბეზრუჩის სიტყვებზე, სექსტეტი სასულე საკრავებისათვის (1924), სიმფონიეტა (1926). მისი საუკეთესო ნაწარმოებები აღბეჭდილია მკაფიო ეროვნ. კოლორიტით, ემოციური ძალითა და სისადავით, მუს. ენის სიახლით. იანაჩეკის სახელს ატარებს ქ. ბრნოს ხელოვნების აკადემია და საოპერო თეატრი.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები