თურქისტანიშვილი ერასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერასტი თურქისტანიშვილი — (?-1735) მთარგმნელი, მოსკოვის ქართული კოლონიის მოღვაწე, ვახტანგ მეექვსის დაახლოებული პირი. 1724 წ. მოსკოვში გაჰყვა ვახტანგის ამალას. ვახტანგის დავალებით რუსულიდან პროზად გადმოიღო დიდაქტიკურ-მორალისტური კრებული „აპოფთეგმატა“. მასვე ვახტანგისთვის დაუმზადებია ამ წიგნის მოკლე რედაქცია და „სიბრძნე მალაღობელი“ უწოდებია თარგმანი 1724 წ. უნდა იყოს შესრულებული.


ლიტერატურა

  • ლ. ძოწენიძე, რუსულ „აპოფთეგმატას“ ქართული რედაქციები, 1959;
  • ტ. რუხაძე, ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან, 1960, გვ. 282–287.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები