თუზლუ-გიუთიუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუზლუ-გჲუთჲუ (ბალყ.-ყარაჩ. Тузлу-гюттю – „მლაშე კვერი“) – მომავალ ქორწინებასთან, ბედ-იღბლის გამორკვევასთან დაკავშირებული სიზმრის მოგვრის ბალყარულ-ყარაჩული მაგიური წეს-ჩვეულება. თუნგუჩი ქალიშვილი შვიდი წყაროს წყლით მოზელილი ცომისგან რიტუალის მონაწილეთათვის ორ კვერს აცხობდა, რომელთაგან ერთი ძალზე დამარილებული, მეორე კი უმარილო იყო. გოგო-ბიჭები მარილიან კვერს შეჭამდნენ და შინ მოსულები ჯერ ვირის ჩულზე დასხდებოდნენ, შემდეგ კერიის ჯაჭვს შეეხებოდნენ და კერიის ქვაზე ხელის გატარებით ბედ-იღბლის მფარველებს – ბიშიმ-შაფესა და ბიშიმხაფეს – მიმართავდნენ: გოი, გოი, ბიშიმ, ბიშიმ, თეირი-ხან, ბიშიმ-შაფე, ბიშიმ-ხაფე, თავადო ხაფე, ნაყოფიერო შაფე, გთხოვ, წინასწარ მაცნობეთ ჩემი ბედი.

ამ მიმართვის შემდეგ უმარილო კვერით ხელში დაწვებოდნენ (ვარიანტი: კვერებს ბალიშქვეშ დადებდნენ, ხელში კი, მარჯვენა ფეხთან, ტირიფის ორად გაყოფილი წნელი ეკავათ, რომელიც მათთვის თუნგუჩს უნდა მოეტანა); სწამდათ, რომ მფარველი სულები მათ თხოვნას აღასრულებდნენ და სიზმარში მომავალ საქმროებსა და საცოლეებს იხილავდნენ. დილით კვლავ შეიკრიბებოდნენ, დაალაგებდნენ თავიანთ კვერებს და ძაღლს მოუხმობდნენ: ვის კვერსაც იგი ყველაზე ადრე შეჭამდა, პირველიც ის დაქორწინდებოდა.

ა. აფანასიევის აზრით, მკითხაობის რიტუალში მარილი წყურვილის აღძვრისთვის გამოიყენებოდა, რამდენადაც სასიყვარულო სიამოვნება „წყლის შესმის მეტაფორული სახით აიხსნებოდა“. გაცილებით სხვაგვარი იყო წეს-ჩვეულება, რომელშიც შვიდი ქალიშვილი მონაწილეობდა. ატარებდნენ რა მთელ დღეს მდუმარედ, ისინი ახალი ფიალით ხელში მთვარიანი ღამით მდინარის ნაპირზე გადიოდნენ, წყალს აიღებდნენ და შიგ ტირიფის ფოთლებს ჩაყრიდნენ: თუ ფოთლები გვერდიგვერდ აღმოჩნდებოდნენ, ეს მალე გათხოვების ნიშანი იყო.


ლიტერატურა

  • Шаманов И. М. Обряды и поверья карачаевцев, связанные с рождением ребенка (XIX – нач. XX в.) // Проблемы этнической истории народов Карачаево-Черкесии. Черкесск, 1980;
  • Афанасьев А. Н. Древо жизни. М., 1982;
  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები