თუნგუჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თუნგუჩ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Тунгуч) – მუცელმოუშლელი ქალის პირველი შვილი. ბალყარელებისა და ყარაჩელების რწმენით, ორივე სქესის პირველშობილები დაბადებიდან მაგიური ძალის მატარებელნი იყვნენ და წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ („თჲუჲ ურღანი“, „თუზლუ გჲუთჲუ“, „მირთისქი“).