თოფანქჩიაღასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თოფანქჩიაღასი - (Turquli tufenkci – მეთოფე, aga – უფროსი), მეთოფეთა უფროსი. ოსმალეთში თუფენქჩი ეწოდებოდა თოფით შეიარაღებულ იენიჩარებს.
ირანში შაჰ-აბას I-ის დროს ჩამოყალიბდა მუდმივი ჯარი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა თოფანქჩიების (მეთოფეთა) 12 - ათასკაციანი კორპუსი.
სათათბირო ორგანოში - „უმაღლეს მეჯლისში“ შედიოდა 7 დიდი მოხელე, რომელთაგან ერთი თოფანქჩიაღასი იყო. ეს თანამდებობა ირანში ქართველებსაც ეკავათ