თორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თორია – სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგნის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 1850-1880 მ სიმაღლეზე, ქალაქ ნინოწმინდიდან ჩრდილოეთით 15 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 620, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). სოფელში მდგარა ქართული ეკლესია, რომლის ნაშთებზე ააგეს სურფ დომინიკოს სალოცავი. შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. ყოფილა სასაფლაოც, რომლის არსებობაზეც 2 ცხენ-ვერძი მიგვანიშნებს. ძველად ზეთსახდელიც ყოფილა, რომელიც ასევე 1920-იან წლებში განადგურებულა. სოფლის სიახლოვეს ციკლოპური ტიპის ნაგებობის ნანგრევებია.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები