თისელის სერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თისელის სერი – სერი ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სოფლებს თისელსა და ტაძრისს შორს.

სერის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1607 მ სიმაღლეზე მიკვლეულია ნამოსახლარი, სამაროვანი და ასობით ექსპონატი (თიხის ჭურჭელი, სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების ქვის იარაღები, ბრინჯაოს ცული, მცირე ზომის ფიგურების ფრაგმენტები და სხვ.). აღნიშნული მასალა მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ეს ტერიტორია დასახლებული უნდა ყოფილიყო ძველი ქვის ხანიდან. ძეგლს მიაკვლიეს ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დროს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები