თერმოპლასტიკური პლასტმასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თერმოპლასტიკური პლასტმასი – პლასტმასის სახეობა, რომელიც გახურებისას რბილდება, ხოლო გაცივებისას გადადის მყარ მდგომარეობაში. ასეთი პლასტმასი ადვილად ჯირჯვდება და იხსნება სხვადასხვა ორგანულ გამხსნელში. მშენებლობაში გამოყენებული თერმორეაქტიული პლასტმასის სახეებია: პოლიმეთილმეტაკრილატი (ორგანული მინა, პლეკსიგლასი), ვინიპლასტი, პოლისტირენი, პოლიეთილენი, დაბალი და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი, ნეილონი, აცეტილცელულოზა, პოლივინილაცეტატი, აცეტალთანაპოლიმერი, პოლიტეტრაფთორეთილენი, აკრილნიტრილბუტადიენსტირენი, პოლივინილფთორიდი, პოლიკარბონატი, ეთილცელულოზა და სხვ.