თეგვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეგვა – დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი სახე. წარწერის, ნახატის, გამოსახულების დამზადების ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ხორციელდება ფირფიტაზე განსაზღვრული რელიეფის გამოკვეთით. რელიეფს ლითონის ზედაპირზე აკეთებენ ლითონის ან მერქნისაგან დამზადებული სპეციალური ინსტრუმენტებით – თეგითა და ჩაქუჩით. თეგვისათვის გამოიყენება თითბერი, სპილენძი, ალუმინი, ოქრო, ვერცხლი, პლატინა, თხელი ფოლადის ფურცლები და სხვ. ლითონები. თეგვის მეთოდს წარმატებით იყენებენ საიუველირო სამკაულების, ძვირფასი ჭურჭლის, მონეტების, დეკორატიული პანოების და სხვ. დასამზადებლად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები