თბოელექტროსადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბოელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომელშიც თბური ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად. პროცესი შემდეგია: საწვავის მეშვეობით წყალი ცხელდება ქვაბში, იქცევა ორთქლად, მიეწოდება ორთქლის ტურბინას, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს ელექტროგენერატორი. ტურბინაში გავლის შემდეგ წყალი განიცდის კონდენსაციას კონდენსატორში და რეცირკულაციის გზით, საქვაბის გავლით, ისევ ცხელდება და ა.შ. ამ პროცესს ეწოდება რენკინის ციკლი. საწვავად ძირითადად გამოიყენება წიაღისეული საწვავი: აირი, ქვანახშირი, ტორფი, მაზუთი, წვადი ფიქლები და სხვ., აგრეთვე ბირთვული საწვავი და მზის ენერგია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები