თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისი ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია

თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია − (რუს. Церковь Святого Алек-сандра Невского; ინგლ. Alexander Nevsky Russian Orthodox Church) – რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, მდებარეობს თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე. ტაძარი აშენდა 1864 წელს მორწმუნეთა პირადი შენაწირებით, აგრეთვე, რუსეთის წმინდა სინოდის მიერ გამოყოფილი თანხის მეშვეობით. მშენებლობისათვის გამოყენებული იყო ჩვეულებრივი ქართული აგური. 1886 წელს ჩრდილოეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრით მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა; აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭით და ქვის კიბით, ხოლო 1913 წელს აშენდა თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო, რომელიც მიეძღვნა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს. ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობისა და წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს მეორე ტრაპეზი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში – რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II მირონცხების პატივსაცემად.

ტაძარში დაბრძანებულია სმოლენსკის ღვთისმშობლის, წმ. ალექსანდრე ნეველის, თედორესეული ღვთისმშობლის, წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის, ღვთისმშობლის საფარველის და სხვათა ხატები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძარში განთავსებული ორი ლუსკუმა, რომლებშიც ინახება წმ. მარიამ მაგდალინელის, წმ. ნინოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. შიო მღვიმელის და სხვა დიდ წმინდანთა ნაწილები. წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ეკურთხა ბერად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები