თალეს მილეთელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თალეს მილეთელი

თალეს მილეთელი – (ძვ, ბერძ. Θαλῆς ὁ Μιλήσιος, 637/624 — 558/547 ძვ.წ) ბერძენი ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომია. იგი პირველი ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც იკვლევდა ელექტრულ მოვლენებს.

თალესის ცხოვრების შესასებ ზუსტი ცნობები არ არსებობს, ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ იგი ვაჭარი ყოფილიყო, რადგან ხელს უწყობდა საბერძნეთს, მის კოლონიებსა და აღმოსავლეთს შორის გაცხოველებულ სავაჭრო ურთიერთობას. თალესი ბევრს მოგზაურობდა, როგორც ჩანს, ეგვიპტეშიც იყო, სადაც გაეცნო ეგვიპტელთა ცოდნას მეცნიერების ისეთ დარგებში, როგორიცაა მათემატიკა და ასტრონომია.

თალესი იყო პრაქტიკული და ფხიზელი გონების ადამიან. მან იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება (ალბათ 585 წ. ჩვ. წ-დე), რომელიც მოხდა მედებისა (თრაკიული ტომი) დალიდიელების ბრძოლის დროს.

თალესს, როგორც მეცნიერს, მიეწერება გეომეტრიის რამდენიმე თეორემის ავტორობა, განსაკუთრებით მათი დამტკიცება (თეორემების დამტკიცების შესახებ ცნობები არ შემონახულა).

თალესი იყო ბერძნული ფილოსოფიის ფუძემდებელი. იგი თვლიდა, რომ საწყისი ელემენტი, რისგანაც წარმოიქმნა სამყარო არის წყალია. თალესს ეკუთვნის პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ ქარვა (ბერძნულად „ელექტრონი“) ხახუნის შემდეგ იძენს მსუბუქი სხეულების მიზიდვის თვისებას, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მაგნიტი იჭიდავს რკინას. გავიდა მრავალი საუკუნე, ვიდრე ამ სფეროში მეცნიერები შეძლებდნენ გამოსულიყვნენ თალესის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის ფარგლებიდან.

მაგრამ თალესს ყეელაზე მნიშენელოვანი მიღწევები გეომეტრიაში ჰქონდა. სხვათა შორის, ლეგენდა მას მიაწერს პირამიდის სიმაღლისა და მიუდგომელ საგნებამდე მანძილის გაზომვას.

წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები