მაღალი სიზუსტის იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალები-დან)
მაღალი სიზუსტის იარაღი (ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალები) - მართვადი იარაღი (ჭურვები, რაკეტები, ავიაბომბები), რომლის ეფექტიანობას უმთავრესად მიზანში ზუსტი მოხვედრა განაპირობებს.
ტერმინი გაჩნდა XX სუკუნის 70-იან წლებში იმ იარაღის აღსანიშნავად, რომლის მიზანში პირდაპირი მოხვედრების ალბათობა შეადგენს არა ნაკლებ 0,5-ს სროლის (გაშვების) ნებისმიერ სიშორეზე მისაწვდომობის ზონის ფარგლებში. თანამედროვე მაღალი სიზუსტის იარაღი ფასდება წრიული შესაძლო გადახრით 1-5 მ ფარგლებში.