ზურაბ აბაშიძე (დიპლომატი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე – (Zurab Abashidze), ქართველი დიპლომატი, 1993-2000 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში, ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს მისიების ხელმძღვანელი. 2000-2004 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში

დაიბადა: 11 ივნისი, 1951 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1968-1973 – მოსკოვის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი; 1983 – დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ესპანისტიკაში; 2001 – მიენიჭა პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
1974-1978 – საქართველოს სსრ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი;
1978-1980 – სსრკ-ს საკონსულოს ატაშე ბომბეიში, ინდოეთი;
1980-1982 – საქართველოს სსრ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების გამგე;
1982-1984 – საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების თანამშრომელი;
1984-1988 – საბჭოთა კავშირის საელჩოს მრჩეველი ესპანეთში;
1988-1993 – საქართველოს უცხოეთთან მეგობრობის საზოგადოების პრეზიდიუმის თავჯდომარე;
2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2006-დან – ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი.
2012-დან – საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში.

არის პუბლიკაციებისა და ნაშრომების ავტორი, მათ შორის:

2000 – ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისკენ; 2009 – ცივი ომი-წარსული თუ დღევანდელობა?; 2013 – დანგრეული კედლის ჩრდილში.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები