ზოსიმე ათონელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოსიმე − XI საუკუნე, ჰიმნოგრაფი, ათონის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელი. ჩვენამდე მოაღწია ზოსიმეს ორმა საგალობელმა, მიძღვნილმა ილარიონ ქართველისა და ექვთიმე ათონელისადმი. საგალობლები დაწერილია 1072-1077 წლებში ათონის მონასტრის მღვდლის იაკობის დაკვეთით. მათში უხვადაა გამოყენებული ილარიონ ქართველისა და ექვთიმე ათონელის ცხოვრებათა მასალები. „გალობანი ექვთიმე მთაწმიდელისანი“ დაწერილია იამბიკოს საზომით, ხოლო „გალობანი ილარიონ ქართველისანი“ − მარცვლედოვანი საზომით. ორივე საგალობელი აღბეჭდილია ღვთისმოსავი ავტორის ღრმა განცდით. ზოსიმე ხელნაწერთა გადანუსხვასაც ეწეოდა. ცნობილია, რომ მას გადაუწერია გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი „სტოდიერი“ და გიორგი ათონელისავე ოქტომბრის „თთუენი“.



იხილე აგრეთვე

გალობანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ილარიონისნი

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები