ზირთის წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზირთის წმინა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის სამხრეთით, 10 კმ-ზე, ნასოფლარ ზირთაში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალურრი ხანით,
ეკლესია დარბაზულია (6X3 მ), ნაგებია რიყისა და კლდის ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი სამხრიდანაა.