ზემძიმე ბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზემძიმე ბეტონი − მკვრივი აგებულების, ცემენტის შემკვრელსა და მკვრივ შემვსებზე (ქვიშა, ბარიტი, მაგნეზიტი, ლიმონიტი, თუჯი, ტყვიის საფანტი და სხვ.) შედგენილი, მსხვილმარცვლოვანი, გამყარების ყოველგვარ პირობებში დამზადებული ბეტონი. სიმკვრივე – მეტი 2500 კგ/მ3-ზე; სიმტკიცე – 10-20 მპა. ზემძიმე ბეტონებში გამოყენებული შემვსები იშვიათი და ძვირადღირებული მასალებია, ამიტომ ასეთი ბეტონი გამოიყენება მხოლოდ სამრეწველო მშენებლობაში და ჩვეულებრივ სამშენებლო ობიექტებზე მათი გამოყენება რენტაბელური არაა.