ზემო სცენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზემო სცენა – სცენური სივრცის ნაწილი. იმყოფება სათამაშო მოედნის ზემოთ. შედგება 2 ნაწილისაგან:
ა) კოლოსნიკების ზედა სივრცე, სადაც განთავსებულია მოედანი ზედა ბლოკების ამწე მოწყობილობით და სახურავზე განლაგებული მისი დამჭერი კონსტრუქციით;
ბ) სივრცე კოლოსნიკებიდან მუშათა პირველ გვერდითა გალერეებამდე;
ზემო სცენის ამ ნაწილშივეა განთავსებული ამწეების სისტემა, გადასასვლელი საცალფეხო ხიდები, საფრენი მოწყობილობანი, მექანიზმები ჰორიზონტისა და პანორამის შესაქმნელად.