ზეკარის უღეტეხილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზეკარის უღეტეხილი, (რკინის ჯვარი, რკინისჯუარი) – უღეტეხილი აჭარა-იმერეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2182 მ სიმაღლეზე. საავტომობილო გზით აკავშირებს მდინარე აბასთუმნისწყლისა (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ქერშავეთისწყლის (ხანისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობებს, ადიგენისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებს. უღეტეხილიდან სამხრეთით, დაახლოებით 0.6 კმ მანძილზე გზა უხვევს დასავლეთით, აჭარა-იმერეთის ქედის თხემის გასწვრივ და გადადის მდინარე წაბლარისხევის ხეობისაკენ. მასზე გადასვლა შესაძლებელია მაის-ოქტომბერში.
მიდამოები უტყეოა. აქ ოდითგანვე გადიოდა სამცხისა და იმერეთის დამაკავშირებელი გზა. ამ გზით მოსულა სამცხეში ანდრია მოციქული და უღელტეხილზე რკინის ჯვარი აღუმართავს. სახელსაც ამ ფაქტს უკავშირებენ.