ზეთისხილის გვირგვინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზეთისხილის გვირგვინი — ოლიმპიური თამაშების სიმბოლო. ზეთისხილის ხე მშვიდობის, გამარჯვების, სიუხვის, დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა. „კოტინოსი”, ანუ ზეთისხილის ტოტისგან დამზადებული გვირგვინი, რომლითაც ანტიკურ ოლიმპიადებზე ჩემპიონებს თავს უმკობდნენ, უმაღლეს ჯილდოდ ითვლებოდა.
შორეული წინაპრების მიერ დამკვიდრებული ტრადიცია ბერძნებმა 2004 წელს ათენში ზაფხულის XXVIII თამაშებზე ააღორძინეს. სხვა ჩემპიონების დარად, ზეთისხილის გვირგვინით ქართველი ჩემპიონები – ზურაბ ზვიადაური და გიორგი ასანიძეც შეამკეს.