ზვიადაური ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზურაბ ზვიადაური-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ზვიადაური

ზურაბ ზვიადაური – დაიბადა 1981 წლის 2 ივლისს ახმეტაში. ძიუდოისტი (90 კგ). 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის (2002) ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი (2001, 03), ევროპის გუნდური ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (2002, 03). პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. საქართველოს 2004 წლის საუკეთესო სპორტსმენი. ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.

სარჩევი

განათლება

თბილისის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია მწვრთნელის სპეციალობით (2005).

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე (2010 - 2011)
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №18 ახმეტის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
ზურაბ ზვიადაურისა და იაპონელი ჰიროში იზუმის ფინალი 3 წუთში ქართველი ძიუდოისტის წმინდა გამარჯვებით დასრულდა

სპორტული კარიერა

ზურაბ ზვიადაური ახმეტაში დაიბადა – ფალავნებით განთქმულ მხარეში. აქაურები იყვნენ ფარნაოზ ჩიკვილაძე, ანზორ ქიბროწაშვილი, სიმონ მაისურაძე, შენგელი ფიცხელაური, ბუღდან ბაღაკაშვილი, თემო ყაზარაშვილი, ალექსი დავითაშვილი და სხვა ცნობილი მოჭიდავეები. ამათ მსგავსად, ზვიადაურმაც ქართული ჭიდაობით დაიწყო. პატარაობიდანვე მოსწონდა ნახერხმოყრილ სარბიელზე გასვლა და როცა წამოიზარდა, მერეც ხშირად დადიოდა ქართული ჭიდაობის ტურნირებზე, ეს გამოცდილება კი ძიუდოში გამოადგა. როგორც ქართველ ძიუდოისტთა უმეტესობა, დგომში ილეთებს უნაკლოდ ასრულებდა, მაგრამ როცა ბრძოლა ჩოქბჯენში გადადიოდა, იქ უკვე პრობლემები იწყებოდა. ზვიადაურის სტიქია შეტევა იყო = ფანდების კასკადი, აზარტული, კომბინაციური სტილი, ტაქტიკური გონიერება. ამ საქმეში მას ბადალი არ ჰყავდა. ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური, ტატამზე აზროვნების უნარის მქონე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მაშინდელი მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი ამბობს, რომ ამ თვისებების ერთობლიობამ განაპირობა ზვიადაურის წარმატებები სპორტში: „ფიზიკური ძალა თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ რა არის შიშველი ძალა, თუ მას არ ახლავს ტექნიკა. ხოლო ძალას და ტექნიკურ მომზადებას დიდი შედეგი მაშინ მოაქვს, როცა სპორტსმენს შეუძლია აზროვნება, ანუ ტაქტიკური ამოცანის რეალიზაცია, სიტუაციის შესაბამისი გადაწყვეტილებების უცებ მიღება. ასეთები ცოტანი არიან და ერთ­ერთი მათგანია ზურაბ ზვიადაური“.

ზვიადაური საქართველოს ნაკრების სრულუფლებიანი წევრი 2000 წელს გახდა. 90 კგ კატეგორიაში კიდევ რამდენიმე ძლიერი მოჭიდავე გვყავდა, მაგრამ შოთა ხაბარელი ყველაზე მეტად ზვიადაურს ენდობოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ტურნირებში გამოსცადა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ტოლს არ უდებდა მსოფლიოს უძლიერეს მოჭიდავეებს. ათენში, ოლიმპიადაზე ლომივით იბრძოლა. ფინალამდე ოთხ მეტოქეს მოუგო, საჩემპიონო შეხვედრაში კი იაპონელი ჰიროშო იზუმის დასამარცხებლად სულ სამი წუთი დასჭირდა:ბ„დარწმუნებული ვიყავი, რომ იაპონელსბმოვუგებდი, თანაც გდებით მოვუგებდი. იმას ისეთი სტილი აქვს, მოდის ჭიდაობაზე. რა ილეთსაც აკეთებს ის, მისგან ვაკეთებ მე კონტრილეთს. ამიტომ ვფიქრობდი სუფთა მოგებაზე. ასეც მოხდა“.

2004 წლის ოლიმპიური თამაშები

90 კგ, 32 მონაწილე 1. ზურაბ ზვიადაური (საქართველო)
2. ჰიროში იზუმი (იაპონია)
3. ხასანბი ტაოვი (რუსეთი)
3. მარკ ჰუიზინგა (ნიდერლანდები)
I წრე ­ იპონით (0,48) მოუგო ფრანჩესკო ლეპრეს (იტალია); II წრე ­ წმინდად (4,14) დაამარცხა ხასანბი ტაოვი (რუსეთი); III წრე დამატებით დროში (1,11) ქულებით (იუკო) სძლია ფრედერიკ დემონფოკონს (საფრანგეთი); IV წრეში ­ ვინსტონ გორდონი (დიდი ბრიტანეთი) გაფრთხილებებით მოხსნეს (3,55); ფინალში იპონით (3,03) დაამარცხა ჰიროში იზუმი (იაპონია).

იხილე აგრეთვე

ზურაბ ზვიადაური

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები