ზარი (სიმღერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარი – ქართული სამგლოვიარო გუნდური სიმღერა-ტირილი.

დაკრძალვის დღეს ჯერ ოჯახში და შემდეგ სასაფლაოზე ცალ-ცალკე ასრულებდნენ ქალები და მამაკაცები. გუნდის ერთ-ერთი წევრი იწყებდა უსიტყვო მოთქმას, ხოლო სხვები ბანს აყოლებდნენ. შორეული სოფლებიდან სულ ნათესავებს მოზარეთა საკუთარი გუნდი მოჰყავდათ, თან მოჰქონდათ დიდი კელაპტარი ან სიცოცხლის ხის სიმბოლო. ზარი ყველაზე სრულად სვანეთის ეთნოგრაფიულმა ყოფამ შემოინახა. სვანური ზარი სამხმიანი სიმღერაა და ორ გუნდად სრულდება. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ზარს ზრუნს უწოდებენ.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები