ზარდახშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზარდახშა - ძვირფასეულობის შესანახი პატარა ყუთი. მისი შიგთავსის შესაბამისად ზარდახშები იმკობოდნენ ძვირფასი მასალით. თბილისურ ყოფაში განსაკუთრებით გავრცელებული ჩანს ირანული ტიპის ზარდახშები, რომლებიც დაფერილია ოქროს წყლითა და ინკრუსტაციითაა შემკული.