ზალდასტანიშვილი კოტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოტე ზალდასტანიშვილი

კოტე ზალდასტანიშვილი – (Kote Zaldastanishvili), (დ. 1960 - გ. 2017), ქართველი დიპლომატი, 1998-2000 წლებში ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, 2000-2005 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, 2013-2017 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

დაიბადა 23 დეკემბერი, 1960 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1982 – დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით
1984-1987 – ქ. დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი;
1987 – ქ. დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
1982-1983 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრასთან არსებული სამეცნიეროკვლევითი ცენტრის ინჟინერი;
1983-1984 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობაში პროგრამული მართვის კათედრის ლაბორანტი;
1987-1989 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტი;
1989-1990 – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის მკვლევარი;
1990-1992 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში და ამავე უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის კათედრის დოცენტი;
1992-1993 – საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი;
1993-1994 – თბილისის მერიის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი;
1994-1995 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში;
1995-1998 – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომკურ ურთიერთობათა მინისტრი;
2005-2013 – ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ფლობდა: ინგლისურ, გერამნულ და რუსულ ენებს.

ჯილდოები: 2017 – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (გარდაცვალების შემდეგ);
2017 – ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული ჯილდო – „დიდი ოქროს საპატიო ჯილდო“ – Grand Decoration of Honour in Gold with Sash (გარდაცვალების შემდეგ).

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები