ვორსონიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვორსონიტი

ვორსონიტი – რულონური საფარი იატაკისთვის ქიმიური ბოჭკოების საფუძველზე. მიიღება პოლიპროპილენისა და პოლიამიდის ქიმიური შტაპელური ბოჭკოების დასვრეტით, ქიმიური და ბუნებრივი ბოჭკოების ნარჩენების დამატებითა და შემდგომი გაჟღენთვით შემკვრელ პოლიმერებში. გამოიყენება იატაკზე დასაფენად, როგორც მეორეული საფენი (ხალიჩა), ისეთ სათავსებში, სადაც არ არის ხალხის ინტენსიური მოძრაობა და ზედაპირზე გამორიცხულია წყლის, ზეთის, ცხიმისა და აბრაზიული მასალების მოხვედრა. მზადდება რულონების სახით, რომლის სიგრძეა 12-20 მ, სიგანე – 1,3-1,7 მ, სისქე – 5 მმ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები