ვიშაქჰადატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიშაქჰადატა – (სანსკ. विशाखदत्त, მე-5 ან მე-6 ს. ა.წ.), კლასიკური პერიოდის ინდოელი დრამატურგი. ინდური დრამის „ექვსი მარგალიტიდან“ (კალიდასა, შუდრაკა, ჰარშა, ბჰავაბჰუტა, ბჰასა) ერთ-ერთი. ისტორიული დრამები „რაქშასის ბეჭედი“, „დედოფალი და ჩანდრაგუპტა“ (შემონახულია ნაწყვეტები). ძველინდოელ დრამატურგთა შორის გამოირჩევა რთული დრამატურგიული ინტრიგის აგებით, ხასიათების მკაფიო გამოსახვით.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები