ვისკოზური ბოჭკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვისკოზური ბოჭკო – ხელოვნური ბოჭკო, რომელიც მიიღება ვისკოზას ფორმირებით. დანიშნულების მიხედვით გამოდის უწყვეტი ძაფის ან შტაპელის სახით. ვისკოზური ბოჭკო მდგრადია ორგანული გამხსნელების მიმართ; იშლება ნორმალურ ტემპერატურაზე განზავებული მჟავების ზემოქმედებით. ვისკოზური ბოჭკოს ნაკეთობა ხანმოკლე დროით შეიძლება გამოვიყენოთ 100-120°C ტემპერატურაზე. ხასიათდება დაბალი ელასტიკურობით და დასველებისას კარგავს სიმტკიცის 25-30%. ვისკოზური ბოჭკოს ქსოვილები გამოირჩევა კარგი შესახედაობით, ადვილად იღებება სხვადასხვა ფერად. მაღალი ტენშთანთქმის უნარის გამო სხვა სინთეზური ბოჭკოების ქსოვილებისაგან გამოირჩევა კარგი ჰიგიენური თვისებებით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები