ვექტორების ჯამი
ვექტორების ჯამი – ერთ წერტილზე მოდებული ორი და ვექტორების ჯამი ტოლია ისეთი ვექტორისა, რომელიც და ვექტორებზე აგებული პარალელოგრამის დიაგონალს წარმოადგენს.
ვექტორების შეკრების ამ წესს ეწოდება არაკოლინეარული ვექტორების შეკრების პარალელოგრამის წესი.
ერთ სიბრტყეში მდებარე და ერთ წერტილზე მოდებული ორზე მეტი არაკოლინეარული ვექტორების შეკრება ხდება ე. წ. მრავალკუთხედის წესით; ეს ვექტორი იმავე წერტილზეა მოდებული და მრავალკუთხედის ჩამკეტ ვექტორს წარმოადგენს.
ერთ წერტილზე მოდებული სამი არაკომპლანარული ვექტორების შეკრების დროს სარგებლობენ პარალელეპიპედის წესით: თუ სამი ვექტორები მოდებულია ერთ საწყის წერტილზე და ამ ვექტორებზე აგებულია პარალელეპიპედი, მაშინ ამ ვექტორების ჯამი წარმოადგენს ამ პარალელეპიპედის დიაგონალს, გამოსულს ვექტორთა საერთო სათავიდან.