ვახტანგ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ II − აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1292 წლებში, დავით ნარინის ძე. დემეტრე II-ს სიკვდილით დასჯის შემდეგ, ხუტლუ ბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) მეცადინეობით, ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დავით ნარინის შემდეგ ვახტანგი დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა მემკვიდრეობით, რასაც მონღოლთა მფლობელობის ქვეშ საქართველოს გამთლიანება მოჰყვებოდა, მაგრამ 1292 წელს მეფე ვახტანგი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი გელათის მონასტერშია დაკრძალული.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები