ვახტანგიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვახტანგიანი— (XVIII ს.), ვრცელი პოეტური ძეგლი, პოემა (298 სტროფი), რომელშიც გადმოცემულია ვახტანგ მეექვსის რუსეთს გადასახლების ამბავი. საინტერესო ცნობებს შეიცავს XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოსა და საკუთრივ ვახტანგის ემიგრაციის შესახებ. პოეტური ღირსებით არ გამოირჩევა — ენა დატვირთულია ბარბარიზმებით, ლექსი ნაძალადევია, მხატვრული არსენალი მწირი. ავტორად ოტია ფავლენიშვილს ვარაუდობენ.
ტექსტი
- ლიტერატურული ძიებანი, IV, თბ., 1948.