ერისთავი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ ერისთავი

ერისთავი რევაზ – (1827–1899), პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, წინამძღოლობდა გორის მაზრის თავადაზნაურობას. XIX ს. 50-60 იან წლებში თანამშრომლობდა „ცისკარში“. იყო ძველი თაობის - „მამათა“ ბანაკის წარმომადგენელი. პოპულარობით სარგებლობდა მისი ლექსები „ბიძაჩემ ყაფლანს“ და „ყაფლან ორბელიანს“. თარგმნა ჟუკოვსკის, ლერმონტოვის, რანჩევსკის, კოზლოვის თხზულებები. ი. კოზლოვის პოემის „შეშლილის“ მისეული თარგმანი მკაცრად გააკრიტიკა ი. ჭავჭავაძემ („ორიოდე სიტყვა…“), რითაც დაიწყო „მამათა“ და „შვილთა“ პაექრობა. 1861 წ. „ცისკარში“ დაბეჭდილ რევაზ ერისთავის წერილს „პასუხი თავადი ი. ჭავჭავაძის კრიტიკისა“ მოჰყვა ილიას სტატია „პასუხის პასუხი“.





თხზულებები

  • ქართული ლიტერატურული კრიტიკის ისტორიისათვის, ქრესტომათია, I, 1954.

ლიტერატურა

ი. ჭავჭავაძე. თხზულებანი, III. 1953.

წყრო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები