ერისთავი ზურაბ (დიპლომატი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ერისთავი

ზურაბ ერისთავი – (Zurab Eristavi), ქართველი დიპლომატი, 2009-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – აკრედიტებული ერაყისა და ლიბანის, რესპუბლიკებში, 2015-2020 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულშტატებში – აკრედიტებული დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, იამაიკაში, ბელიზში, ელ სალვადორის რესპუბლიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტარიკის რესპუბლიკაში.

დაიბადა 19 ოქტომბერი, 1965 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1983-1989 – საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტი;
1991-1992 – პარიზის საჯარო მმართველობის საერთაშორისო ინსტიტუტი (IIAP), საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი.

სამუშაო გამოცდილება:
1989-1994 და 2000-2005 – ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა – მეორე მდივნიდან საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემდე;
1994-1996 – სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტის აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკური უზრუნველყოფის ჯგუფი, სახელწიფო მრჩეველი;
1996-2000 – ბელგიისა და ნიდერლანდების სამეფოებსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს მრჩეველი;
2005-2007 – საფრანგეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი;
2007-2009 – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში;
2013-2015 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ენერგოუსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი.

ფლობს: ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
მექსიკის იბერო-ამერიკული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება (La Universidad Iberoamericana - IBERO).


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები