ერთი თვე სოფლად (ტურგენევი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ერთი თვე სოფლად“ – რუსი დრამატურგის ივანე ტურგენევის პიესა.

„ერთი თვე სოფლად“ ტურგენევმა 1850 წელს დაწერა და 5 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. პიესა 1872 წელს მოსკოვის მცირე თეატრში (რეჟისორი ა. ბოგდანოვი) ეკატერინე ვასილევას სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საბენეფისოდ დაიდგა. 1879 წელს პიესა ალექსანდრინსკის თეატრმაც განახორციელა. ნაწარმოები არაერთხელ დადგმულა მოსკოვის მცირე, ალექსანდრინსკის და რუსეთის ათობით თეატრების სცენებზე. პიესა დადგმულია ამერიკაშიც, ნიუ-იორკში 1930 წელს რეჟისორ რუბენ მამულიანის მიერ. „ერთი თვე სოფლად“ ლონდონშიც (დიდი ბრიტანეთი) დაიდგა. პირველად 1943 წელს რეჟისორმა ემლინ უილიამსმა, ხოლო მეორედ 1949 წელს „New Theatre“-ში რეჟისორმა მაიკლ სენტ-დენმა განახორციელა. 1956 წელს ნაწარმოები ნიუ-იორკის Phoenix Theatre-ში მაიკლ რედგრეივმა დადგა. ასევე განხორციელდა საფრანგეთში, პარიზის თეატრ ატელიეში (რეჟისორი ანდრე ბარსაკი), ირლანდიაში დუბლინის სააბატო თეატრში (რეჟისორი მაიკლ ათენბორუ), ესპანეთში ბარსელონას ნაციონალურ თეატრში (რეჟისორი იოზეფ მარია მესტრისი), უკრაინაში, კიევის აკადემიურ დრამატულთეატრში. პიესის მიხედვით 10-მდე ეკრანიზაციაა შექმნილი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები