ეპისოდიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპისოდიონი (ბერძნ. epeisodion, სიტყვასიტყვით – შემომავალი) – ძველბერძნულ დრამაში სამეტყველო სცენა, განთავსებული ქოროს ორი პარტიის შუა.

ტერმინი „ეპისოდიონი“ ნიშნავს ან დიალოგური ნაწილის ჩართვას პირველსაწყის ქოროსმიერ ტრაგედიაში, ან ორქესტრაზე ახალი მოქმედი პირის გამოჩენას. ესქილეს ადრინდელ ტრაგედიებში ეპისოდიონებს უკავიათ ტრაგედიის თითქმის ნახევარი და აქვთ ძალიან მარტივი აგებულება. ესქილეს „ორესტეაში“, ისევე როგორც სოფოკლესა და ევრიპიდესთან, ეპისოდიონები ყალიბდება დრამატიზმით აღსავსე დიდ სცენებად. ძველატიკურ კომედიაში მოკლე, ერთმანეთის შემცვლელი ეპისოდიონები ემსახურება გმირის გამარჯვების ზეიმს და მისი მეტოქის შერცხვენას მენანდრეს ნაწარმოებებში, სადაც ქოროს დაკარგული აქვს მნიშვნელობა, ეპისოდიონი იგივეა, რაც არის მოვლენათა (სურათის) ცვლა ახალ დრამაში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები