გმირი (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გმირი – (ბერძნ. heros – ნახევარღმერთი ან გაღმერთებული ადამიანი) – ბერძნულ მითოლოგიაში გმირი ღვთაებას უტოლდებოდა. ანტიკური და აღორძინების ხანის დრამატურგიაში გმირად იწოდებოდა განსაკუთრებული ღირსების მქონე ცენტრალური პერსონაჟი; მე-18-19 სს. ტრაგედიებში გმირი ერქვა მთავარი როლის შემსრულებელს (ე.წ. ცენტრალური გმირი). მოგვიანებით ტერმინი გმირი გავრცელდა სხვა ჟანრის წამყვან მსახიობებზეც (დრამატული გმირი, კომედიური გმირი). ტერმინმა „გმირი” შეიძინა სპეციფიკური ნიშნებიც: მიჯნური, რეზონიორი, ფატი, ნევრასთენიკი, სახასიათო, ყოფითი (და ა.შ.). გმირის ამპლუა იყოფოდა ასაკობრივი ნიშნითაც: ახალგაზრდა, ხნიერი (და ა.შ.).

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, გმირად იწოდება როგორც ტრაგიკული, ისე კომიკური პერსონაჟი. იგი კარგავს მითიურ შარავანდედს და ამპლუის მნიშვნელობას.


იხილე აგრეთვე

გმირი საყვარელი

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები