ემისიური შემოსავალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემისიური შემოსავალი - (annulmission income), აქციონერული საზოგადოების შემოსავალი, რომელიც იქმნება აქციის ნომინალურ და საბაზრო კურსებს შორის სხვაობით. აქციის კურსი შეიძლება იყოს ნომინალზე მაღალი ან დაბალი. თუ კურსი მაღალია, მაშინ აქციონერთა საზოგადოება იღებს ემისიურ შემოსავალს. ამ უკანასკნელის განსაზღვრისას ითვალისწინებენ აქციის დამზადებისა და რეალიზაციის ხარჯებს. მაგ., 10 ათასი აქციის დამზადებაზე, როცა ერთი აქციის ნომინალური ღირებულება 1000 ფრანკია, დაიხარჯა 100 ათასი ფრანკი, ხოლო საფონდო ბირჟაზე გაიყიდა 1360 ფრანკის კურსით. საბროკერო კანტორისათვის 70 ათასი ფრანკის ოდენობის კურტაჟის გადარიცხვის გათვალისწინებით, ემისიური შემოსავალი შეადგენს 3430000 ფრანკს (1360- 1000 = 360 X 10000 = 3600000-100000- 70000). ემისიური შემოსავალი გადადის აქციონერთა საზოგადოების სარეზერვო ფონდში.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები