ელსირათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელსირათ-ი დიგ. (ოს. Елсират) — მკვდართა საუფლოში სამოთხისაკენ მიმავალ გზაზე მდებარე ბეწვის ხიდი, რომელიც „სულის ცხენის“ დამკურთხებლის („ბახფალდისაგი“) მიერ წარმოთქმულ საწესო მიმართვაში ზოგჯერ „ახალი ხიდის“ სახელით იწოდება. ელსირათი არის მინის ძალზე წვრილი ძაფი, გადებული საშინელ უფსკრულზე, საიდანაც აალებულ ტბაში მყოფ ადამიანთა სხეულებს შემოხვეული ცეცხლოვანი გველები ჩანან. სახილველად ამ ამაზრზენ სურათს საიქიოში მიმავალნი ვერ უძლებენ და ადვილად ხდებიან ჯოჯოხეთის მსახურთა მსხვერპლნი. ეშმაკები მათ ცეცხლოვან ტბაში თავდაღმა აგდებენ. ამიტომ საიქიოში მიმავალმა მიცვალებულმა ხიდი ელვისებურად უნდა განვლოს. ტერმინი „ელსირათი“ მომდინარეობს არაბული ალ-სირათ სიტყვიდან, რაც ნიშნავს — „ბეწვის ხიდი, რომელზედაც ცოდვილები ვერ გადადიან“.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинскоко языка. Т. 1. М.-Л., 1958.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები