ელეგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელეგი - (ელეღი, კანთარი (რაჭ.) , საბეჭური (ლეჩხ.) , დუშლუღი (კახ.) - უსახელო, მამაკაცის ჩასაცმელი. მასალად გამოიყენებოდა აბრეშუმი, შალი, მაუდი, ხშირად წინა და უკანა ზურგი სხვადასხვა ქსოვილისაა.
ელეგი დასარჩულებული იყო ფერადი ბამბის ქსოვილით. მისი ნაწილებია: წინა ორი კალთა და ზურგი. წინ მთლიანად ჩახსნილი და ღილ-კილოებით შესაკვრელი. „ჟილეტის“ ტიპის ეს უსახელოებო ჩასაცმელი იყო საყელოიანი და უსაყელოც, გულისპირზე ჯიბით მორთული იყო სირმით და ზოგჯერ აპლიკაციითაც. უსახელებო ელეგს მეორენაირად „საზაფხულო ზუბუნსაც“ უწოდებდნენ.
ლიტერატურა
გ. ჩაჩაშვილი. ქართლელი გლეხის კოსტიუმი XIX ს. სსმმ ტ XIX-A და XIX-B, 1957.